რეცეპტის ინგრედიენტები
700 გრამი პურის ფქვილი
1 ლიტრი წყალი
300 გრამი ძროხის ხორცი
200 გრამი ღორის ხორცი
200 გრამი ხახვი
1 ჩ/კ შავი წიწაკა
მარილი –
გემოვნებით
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1
წყლით ჩვეულებრივი, მაგარი ცომი მოვზილოთ და სპეციალური საგორავებლით მაგიდაზე გავაბრტყელოთ. მრგვალი ფორმებით დავჭრათ თანატოლ ნაწილებად და ისევ გავაბრტყელოთ.
2
ხორცსაკეპ მანქანაში
300 გრამი ძროხის და 200 გრამი ღორის ხორცი გავატაროთ. ასევე გავატაროთ 200 გრამი ხახვი და მიღებულ მასას 1 ჩაის კოვზი შავი წიწაკა და მარილი დავუმატოთ.
3
თითოეულ გაბრტყელებულ ცომზე 1 ჩაის კოვზი ხორცის მასა დავდოთ და შევუკრათ თავი შუა ადგილას. ცომი ისე უნდა შევკრათ, რომ არ დაიშალოს. კლასიკურ ხინკალს
33 ნაკეცი უკეთდება.
4
გამზადებული ხინკლები ადუღებულ, მარილიან წყალში ჩავყაროთ. როდესაც ზევით ამოტივტივდება და გაიბერება ის უკვე მოხარშულია.
პოსტი მომზადდა https://fmgroup.ge/ კონსულტაციით
Комментариев нет:
Отправить комментарий