суббота, 1 февраля 2020 г.

მთიულური ხინკალი ფურშეტზე



ინგრედიენტები
         ღორის ხორცი - 300 გრ
         საქონლის ხორცი - 200 გრ
         ხახვი - 3 თავი
         ფქვილი - 500 გრ
         დაფქული წითელი წიწაკა' - 1/2 ჩკ
         მარილი - გემოვნებით
         ძირა - 1/2 ჩკ
ტაბულა


მომზადების წესები
1.  დაჭერით  ხორცი  და  გაატარეთ  ხახვთან  ერთად.  დაუმატეთ  მარილი, მსხვილად დაფქვილი  წითელი  წიწაკა,  ძირა,  იმდენი  წყალი,  რამდენსაც  შეიწოვს  და  კარგად  მოზილეთ.

2.  პურის  ფქვილი  მოაგროვეთ  გორაკად,  შუა  ადგილზე  ჩააღრმავეთ  და  ჩაასხით  მარილიანი  წყალი.  მოზილეთ  მაგარი  ცომი.

3.  დადეთ  ცომი  დაახლოებით  20  წუთი. 

4.  გააბრტყელეთ  ცომი,  ჭიქით  გამოჭერით  მრგვალ  ნაჭრებად.  გამოჭრილი  ნაჭრები  გააბრტყელეთ  თხელ  ფენებად,  დაადეთ  ერთი  სუფრის  კოვზი  ფარში,  გაუკეთეთ  ნაკეცები,  მოუგრიხეთ  თავი  და  ფრთხილად  დატკეპნეთ.

5.  ჩაყარეთ  ადუღებულ  მარილიან  წყალში  და  მოხარშეთ.  დროდადრო  აურიეთ,  რომ  ქვაბის  ძირს  არ  მიეკრას.  როდესაც  ხინკალი  ამოტივტივდება,  მზად  არის.

პოსტი მომზადდა https://fmgroup.ge/ კონსულტაციით

Комментариев нет:

Отправить комментарий

ამაზონი ფასდაკლებებით

  ❖  გვერდზე , რომლის მისამართს ქვემოთ ხედავთ, დევს ამაზონის ქართულენოვანი სარჩევი ❖  აღნიშნული გვერდის   გამოძახებისას, გადახვალთ ამაზონის ...