ინგრედიენტები:
• ფქვილი – 1 კგ
•
კვერცხი – 1 ცალი
•
წყალი – 1,5 ჩაის ჭიქა
•
ბატი – 1 ცალი
• მარილი – გემოვნებით
მომზადების წესი:
• მოვზილოთ ხინკლის ცომი: ხორბლის ფქვილი ჩავყაროთ ჯამში, შუაში ჩავაღმავოთ, ჩავასხათ ცივი, მარილიანი წყალი, 1 ცალი კვერცხი და მოვზილოთ მაგარი ცომი. გავაბრტყელოთ და დავჭრათ პატარ-პატარა ნაჭრებად.
• ახალდაკლული ბატის ხორცი (შეიძლება და ძალიან გემრიელი გამოდის ბატის აპოხტიდანაც) დავკეპოთ პატარ-პატარა ნაჭრებად, ჩავდოთ წინასწარ გამზადებულ ცომში და მოვახვიოთ.
• გამზადებული ხინკლები ფენა-ფენად ჩავალაგოთ ღრმა ტაფაში, დავასხათ წყალი ერთ მესამედზე, მჭიდროდ დავახუროთ თავი და დავდგათ მოსახარშად-ჩასაშუშად. როცა წყალი ამოშრება, ხინკალი მზადაა.
Комментариев нет:
Отправить комментарий