ინგრედიენტები
•
მოხარშული ჭინჭარი - 500 გ
•
ხახვი - 3 თავი
•
ქინძი - 1 კონა
•
ფქვილი - 600 გ
•
წყალი
მომზადების წესები
მომზადების წესი:
ხახვი წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვშუშოთ. ჭინჭარი მსუბუქად ამოვწუროთ ნახარშიდან და წვრილად დავჭრათ. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, მოშუშული ხახვი, მარილი და პილპილი.
ფქვილში ავურიოთ 1 სავსე ჩ.კ. მარილი, ნელ-ნელა დავასხათ წყალი და მოვზილოთ მაგარი ცომი. ჩავდოთ თასში, გადავაფაროთ ხელსაწმენდი და 30 წუთი გავაჩეროთ. ცომი გავაბრტყელოთ 3 სმ სისქეზე, ამოვჭრათ ჭიქით და თითოეული თხლად გავაბრტყელოთ.
ცომის ფენაში ჩავდოთ გულსართი, გადმოვკეცოთ და შევკრათ.
მოვხარშოთ მდუღარე მარილიან წყალში. საწებლად უხდება ერბოში მოშუშული ხახვი და ძმარი.
Комментариев нет:
Отправить комментарий