пятница, 21 августа 2020 г.

ვაჟა-ფშაველა – დევების ქორწილი

 

ვაჟა-ფშაველა – დევების ქორწილი

ღამით ცა ჰქუხდა, გრგვინავდა,
მთებს მოედრიკათ თავიო.ტყეს გასდიოდა ფოთოლი,
ზღვა ბობოქარობს შავიო.
დევებსა აქვის ქორწილი,
დიდი დარბაზი ზრიალებს.
მეც დამპატიჟეს, შევედი, –
რა მქისე სუნი ტრიალებს?!
სამ პირად ცეცხლი დაენთოთ,
ზედ სამი ქვაბი შხიოდა,
სტუმრების წინა ხონჩებზედ
კაცის თავ-ფეხი დიოდა.
უკვენას ყურეშიითა
კვნესის ხმა გამოდიოდა:
“ძმის ხორცი როგორა ვსჭამო?!” –
ყმა ვინმე გამოჰკიოდა.
უსმელ-უჭმელად გავსძეხი,
ყელშიაც ამომდიოდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий

ამაზონი ფასდაკლებებით

  ❖  გვერდზე , რომლის მისამართს ქვემოთ ხედავთ, დევს ამაზონის ქართულენოვანი სარჩევი ❖  აღნიშნული გვერდის   გამოძახებისას, გადახვალთ ამაზონის ...