суббота, 25 июля 2020 г.

მთის ხინკალი


ალბათ ყველამ ვიცით, რომ ხინკალი მთის კულტურის ნაწილია.
ფშავში ხინკალი მზადდებოდა ხახვით, პილპილით, ქონდარით და აუცილებლად მცირე რაოდენობით დაკეპილი პიტნით.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

1.     პურის ფქვილი 1.4 კგ;
2.     წყალი მაგარი ცომის მოსაზელად;
3.     მარილი 1/2 ჩაის კოვზი;
4.     საქონლის ხორცი 600 გრ;
5.     ღორის ხორცი, ცხიმიანი 600 გრ;
6.     ხახვი 3 საშუალო ზომის (180 -200 გრ დაახლოებით);
7.     წიწაკა 1 ცალი;
8.     წყალი რამდენსაც შეირევს ერთგვაროვანი მასის მისაღებად;
9.     საქონლისა და ღორის (ან ცხვრის) ხორცის პროპორცია არის 1:1.

მთის ხინკლის მომზადების საფეხურები შემდეგია:  
10.              ცომი უნდა მოვზილოთ დიდხანს ოთახის ტემპერატურის, ან ნელ-თბილ წყალზე, მარილით. თუ საჭიროა, უნდა დავამატოთ კვერცხიც, რომ ხინკალი არ ჩაიშალოს ხარშვისას.
11.              ფარშის მოსამზადებლად მწარე წიწაკა უნდა გავჭრათ და თესლები გამოვაცალოთ.
12.              დავასხათ ცხელი წყალი, ჩავყაროთ იმდენი მარილი, რომ დაამლაშოს წყალი.
13.              დავახუროთ თავსახური იმდენ ხანს, რომ თბილ ტემპერატურაზე დადგეს.
14.              ერთმანეთს შევურიოთ გატარებული ან დაკეპილი ხორცი და გატარებული  ხახვი.
15.              ფარში შევაზავოთ წიწაკითა და მარილიანი წყლით.
16.              ფარშს არ უნდა ედგას თავზე წყალი. არც ძალიან თხელი უნდა იყოს. უნდა იყოს ისეთი შემადგენლობით, ფარშს გაბრტყელებულ ცომზე რომ დადებთ, შეკრულად იდოს და წვენი აქეთ-იქეთ არ უნდა გაუვიდეს.

 შეხვევა :
ცომი გაყავით 2-3 ნაწილად; ერთი გუნდა გააბრტყელეთ წრედ და მასში კიდევ ამოჭერით წრეები, დაახლოებით 4 სანტიმეტრი დიამეტრითწრეს შუაგულში ჩააწექით მუჭად შეკრული თითებით, შემდეგ კი კიდეები გაუბრტყელეთ საბრტყელებლით. ასე ცომის შუაგული სქელი დარჩება და არ გაიხევა, კიდეები კიკუჭადშეკვრისას ადვილად მოგროვდება, თან მოუხარშავიც არ დარჩება, თავისთავად პატარაც გამოვა; ასე გაიმეორეთ დანარჩენი ცომის შემთხვევაშიც. ფარში კოვზით აიღეთ და დადევით ცომის შუაგულში, კიდეები ფრთხილედ მოაგროვეთ და ერთად შეკარით.



Комментариев нет:

Отправить комментарий

ამაზონი ფასდაკლებებით

  ❖  გვერდზე , რომლის მისამართს ქვემოთ ხედავთ, დევს ამაზონის ქართულენოვანი სარჩევი ❖  აღნიშნული გვერდის   გამოძახებისას, გადახვალთ ამაზონის ...